ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი - უნიკალური დელფინი, რომელიც დღეს ვეშაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და წყალში ცხოვრობს, თავის დროზე ხმელეთის ცხოველი იყო და მხოლოდ ევოლუციის შედეგად გადაბარგდა ზღვაში. ცხოველით პირველად უძველესი ბერძნები დაინტერესდნენ და უცნაური ხმის პატრონს, რომელიც მათი აზრით ძალიან ჰგავდა ბავშვის ტირილს სახელიც შესაფერისი მოუძებნეს - "დელფინი" ძველბერძნულად "ახალშობილს" ნიშნავს.