შემდეგი გაჩერება საქართველოა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.„მადლობა ესტონეთს მასპინძლობისთვის! პატივი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა და აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის სამხედროებისთვის მიმართვა. შემდეგი გაჩერება საქართველოა“, - დაწერა მაიკ პენსმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, დღეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.1-ელ აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება , რის შემდეგაც, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ასევე სწავლება - „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება.