ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.