"ინტერ რაო"-ს სტრუქტურებმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრში ახალი სარჩელი შეიტანეს. რუსული კომპანია ქართული მხარისგან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების აწევაზე უარის თქმის გამო, 175 მილიონი აშშ დოლარის ზარალის კომპენსირებას ითხოვს.
"ინტერ-რაოს" სტრუქტურები,სილქ როუდ ჰოლდინგი და გარდაბანი ჰოლდინგი დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75 %-ს და "ხრამ ჰეს 1"-ს და "ხრამ ჰეს 2"-ს.