ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება იქამდე, სანამ საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. მართალია, ახლა თქვენი სასკოლო ასაკის შვილები დასვენების გარდა ვერაფერზე ფიქრობენ, თუმცა ალბათ თქვენ გაინტერესებთ თუ რა სიახლეები დახვდებათ მათ ახალ სასწავლო სეზონზე. ჟურნალისტი თეა ბეჟიტაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილისგან მოისმინა ყველა იმ ინიციატივა, რაც სკოლებში ახალ სასწავლო წელს დაინერგება.