10-11 აგვისტოს, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 10-11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 33-38 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 34-38 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება თბილისს, 10 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსია მოსალოდნელი, 11 აგვისტოს - 36, ხოლო 12 აგვისტოს - 35 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში 12 აგვისტოს ტემპერატურა მცირედით დაიკლებს