ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გზაზე ფეხით გადადიოდა, რა დროსაც მას სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც გულისმხობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.