შსს-მ "ნიკორას" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - Palitra News

შსს-მ "ნიკორას" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

2017-08-19 17:28:06+04:00

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე "ნიკორას" მაღაზიას თავს დაესხა, ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.