პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, აბასთუმნის ტყეში, ცეცხლის ლოკალიზება მალე მოხდება. მისი ინფორმაციით, სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალაა ჩართული . მთავრობის მეთაური ქვეყანაში სტიქიის კუთხით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. უკვე მესამე დღეა, აბასთუმნის ტყე იწვის. ერთ ჰექტარზე გაჩენილი ცეცხლი ახლა, თითქმის, ათ ჰექტარს უკიდია. აბასთუმანში, ახალციხესა და ბორჯომში ცეცხლი ტყეს მიუვალ ადგილას მოეკიდა, რამაც ხანძრის ჩაქრობა გაართულა.