შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.”შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით სამი პირი: 1980 წელს დაბადებული ჯ.ჩ, 1989 წელს დაბადებული დ.ქ. და 1986 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.