მხედველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის,გარემოსთან ურთიერთობისა და გარესამყაროს სრულყოფილი აღქმისას. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები კი ხშირად ადრეულ ასაკში იღებს სათავეს, მისი პრევენციისთვის კი საჭიროა დროული და კვალიფიციური მომსახურების მიღება. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციის მიზნით, ოჯახის მკურნალმა გამართა ორდღიანი კამპანია #შვილებისთვის. თბილისი მოლში, სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს საშუალება ქონდა უფასო კონსულტაცია გაევლო ცნობილ ოფთალმოლოგ, მანანა შეროზიასთან. დამატებითი კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში კი მიიღეს ოფთალმოლოგთან უფასო ვიზიტის ვაუჩერი. ოჯახის მკურნალი მომავალშიც საინტერესო სიახლეებს პირდება საკუთარ მკითხველს.