კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეო და ფოტომასალას, სადაც ჩანს როგორ არის დაფარული ტანსაცმელი მწერებით, რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი გაანადგურა.
"ალფრედ ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმებში არ ხდება ის, რაც სამეგრელოში ხდება... ისინი ყველგან არიან... სახლში, საწოლში, კარადებში, ტანსაცმელში, საკვებში... საზიზღრად ყარან და მოსვენებას არ გვაძლევენ... გაანადგურეს ყველაფერი, თუ კი რამე ხილი და ბოსნეული იყო... გაანადგურეს სიმინდი და თხილი.ხელისუფლება კი კვლავ პიარ სვლებს აკეთებს, თითქოს ებრძვის ამ საშინელებას. სანამ ,,ოცნება,, მართავს საქართველოს, ამ პრობლემას არ ეშველება... ეს პრობლემა დააქცევს საქართველოს ეკონომიკას და გაღატაკებულ მოსახლეობას სისხლისმღვრელ კონფლიქტამდე მიიყვანს." - წერს კახაბერ ადამია.