მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხი დაზარალებულების პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა. ბრალდების მხარე "ცენტრ პოინტ ჯგუფსა" და კონკრეტულ ინვესტორს შორის მოლაპარაკების პროცესში არ ერევა და შესაბამისად არ აქვს რაიმე ინფორმაცია, კომპანიის გაყიდვის შესახებ.