ხმაური საკრებულოში - პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისთვის ზონალურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას, საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სხდომას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პარტიების ლიდერები და თბილისის მერობის კანდიდატები ესწრებიან. სხდომაზე ითქვა, რომ ამჟამად პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ ნაკვეთზე ღია ავტოსადგომია და ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანია ითხოვს, ეს ფართობი ერთ ლარად გადაეცეს და ადგილზე სანაცვლოდ განახორციელებს 1 მილიონი ლარის ინვენსტიციას, მოეწყობა რამდენიმედონიანი მიწისქვეშა პარკინგი. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მიწის ნაკვეთის შესასყიდად ბიუჯეტში თანხის შეტანაც კი არ უნდა და სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილმა კი განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 220-ადგილიანი სასტუმროს ასაშენებლად უკვე გაკეთებულია გეოლოგიური დასკვნა. შესაბამისად, ასეთი დასკვნა არსებობს, თუმცა ამ სხდომაზე ეს ვერ წარმოადგინა.