2009 წლიდან საქართველო კინო და ტელეოპერატორების ფესტივალს "ოქროს თვალი" მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, მათი საქმიანობის პროპაგანდა და სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა. ფესტივალი საერთაშორისოა და როგორც მისი უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ უნიკალურია მსოფლიოში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან "ოქროს თვალზე" წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს სფეროს წამყვანი სპეციალისტებისაგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს. გრან-პრი "ოქროს თვალი" კი - გამორჩეული ოპერატორული ნამუშევრის ავტორს ენიჭება.