ბათუმის ახალი ელექტრო და თანამედროვე სტანდარტების დიზელზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად ბიუჯეტიდან მომავალ წელს 9,1 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ავტობუსების შესაძენად 8 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება 2019 წელსაც, 2017 წლის გეგმით კი 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჯამში კი პროექტის განხორციელება 30 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 30 ავტობუსის შეძენა. აქედან 10 ელექტრო, ხოლო 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსი იქნება.