თბილისში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმში ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, 30-მდე ირანული კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ირანული ბიზნესდელეგაცია ძირითადად ტრანსპორტის, ქიმიური პროდუქციისა და ნავთობის გადაზიდვების, კვების მრეწველობისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებით არიან დაინტერესებული.
ფორუმზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 48%ით გაიზარდა. ასევე 127%-ითაა გაზრდილი ირანიდან საქათველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც.