თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ძალაში შესვლა შესაძლოა გაჭიანურდეს.თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, შესაბამისი ნორმატიული აქტები ჯერ კიდევ შემუშავებული არ არის და არც კანონის აღსრულების მონიტორინგისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხაა საკმარისი.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის გადავადება გამორიცხულია. თუმცა აკაკი ზოიძის განმარტებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 180 ათასი ლარი მინიმუმ მილიონამდე უნდა გაიზარდოს. თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ამოქმედებისთვის საქართველოს საჭირო თანხის ნაწილს ბლუმბერგის ფონდიც გამოუყოიფს.2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა ხდება სავალდებულო.