პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. აღნიშნული ინფორმაცია კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დაადასტურა. ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, სხვა მსჯავრდებულებთან ერთად შეიწყალა. ამ დრომდე სასჯელს იხდის კურტანიძესთან ერთად დაკავებული ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი. უცნობია მიმართა თუ არა მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. როსტოშვილი და კურტანიძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.