15:00 საათის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა 29.84%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით სულ 1 026 430 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჟა-ლეჩხუმში ფიქსირდება, სადაც ამომრჩეველთა 46% საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა. ყველაზე დაბალი აქტივობა შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 25%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, 15:00 საათის მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა 27.7% უკვე იმყოფებოდა საარჩევნმო უბნებზე.