შანხაიში სატესტო რეჟიმში ამუშავდა ახალშობილებთან გენეტიკური დარღვევების შემსწავლელი ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინელი მეცნიერები პერსპექტივაში ადამიანის გენომის მასობრივ რედაქტირებას შეეჭიდებიან. მათი მთავარი მიზანი მემკვიდრული პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მკურნალობაა. აღნიშნული ცენტრი გახსნილია შანხაის ფუდანის საბავშვო კლინიკის ბაზაზე. სპეციალისტთა განცხადებით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში ცენტრში 100 000 ახალშობილის გენეტიკური ტესტირება მოხდება. შეგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით კი მეცნიერები მემკვიდრულ დაავადებათა გამოვლენისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას გეგმავენ. სადღეისოდ ჩინელი მკვლევარებისთვის 7 000-მდე მემკვიდრული პათოლოგიაა ცნობილი.როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, ხუან გოინი აცხადებს რომ, ეს დაწესებულება მალე მსოფლიო ცენტრის აღიარებას მოიპოვებს.