საკმარისია დღეში ერთი ბანანით ან ავოკადოთი მეტი მივირთვათ, რომ ინფარქტისა და ინსულტისგან დავიცვათ თავი. ამ დასკვნამდე მივიდნენ ალაბამას უნივერსიტეტის თანამშრომლები. საქმე ისაა, რომ ბანანი და ავოკადო კალიუმითაა მდიდარი, რაც ორგანიზმს არტერიების ელასტიურობის შენარჩუნებაში ეხმარება. მკვლევარების აზრით, კალიუმი არტერიების ელასტიურობასთან 0:03 დაკავშირებულ გენზე მოქმედებს. როდესაც არტერიები ელასტიურობას კარგავს, ინფარქტისა და ინსულტის რისკი იზრდება. სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს ცხიმების მაღალი შემცველობის დიეტის გამო, გულსისხლძარღვთა დაავადებებისადმი მიდრეკილ თაგვებზე. მღრღნელები ღებულობდნენ ცოტა, საკმარისი რაოდენობის ან ბევრ კალიუმს. კალიუმის დაბალი შემცველობის დიეტისას საცდელი ცხოველების არტერიები ელასტიურობას კარგავდენენ. საკმარისი რაოდენობით კალიუმის მიღების პირობებში, ელასტიურობის დაკარგვა ისეთი არსებითი არ იყო. იმ მღრღნელებში კი, რომელთა რაციონში ბევრი კალიუმი იყო, აორტა უფრო ელასტიური აღმოჩნდა.