სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს, არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარების უზრუნველსაყოფად, 56 კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისგან იწმინდება. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.