არ უყვარს ძვირადღირებული მანქანები, მოგზაურობის ხარჯებს "ფეისბუქი" ფარავს - რაში ხარჯავს მილიონობით დოლარს მარკ ცუკერბერგი? - Palitra News

არ უყვარს ძვირადღირებული მანქანები, მოგზაურობის ხარჯებს "ფეისბუქი" ფარავს - რაში ხარჯავს მილიონობით დოლარს მარკ ცუკერბერგი?

2017-11-06 17:00:44+04:00

"ფეისბუქის" დამფუძნებლის, 33 წლის მარკ ცუკერბერგის ქონება 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის ცუკერბერგი მეხუთე ადგილზეა, ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით. 2011 წელს ცოლთან ერთად ცუკერბერგმა დაიწყო კამპანია Chan Zuckerberg Initiative. წყვილმა გადაწყვიტა, ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს. 2012 წელს, დაარსებიდან 8 წლის შემდეგ "ფეისბუქი" ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე შევიდა. მას შემდეგ ცუკერბერგის ქონებას, ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარი ემატება. ნახეთ რაში ხარჯავს "ფეისბუქის" დამფუძნებელი მილიონობით დოლარს.