საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ უკან არ დავიხიოთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა გერმანიასთან მატჩის წინ განაცხადა. მაიკლ დიქსონის შეფასებით, გერმანიასთან მისსავე მოედანზე თამაში და გამარჯვება ძალიან რთული იქნება.შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 22:30 საათზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ ქემნიცში, "რიჩარდ ჰარტმან არენაზე" გაიმართება.