იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს, როგორ შეამცირონ სამკურნალო საშუალებების წარმოების ხარჯები. მათ წარმოადგინეს თერაპიული აგენტების მიღების ახალი მეთოდი. ექსპერიმენტი ჩატარდა ბეტა-ინტერფერონის წარმოებაზე. აღნიშნული ცილა გამოიყენება გაფანტული სკლეროზის, კიბოსა და ჰეპატიტის მკურნალობისთვის. მკვლევრებმა შეძლეს გენის ჩანერგვა, რომელიც ბეტა-ინტერფერონის პროდუცირების საშუალებას იძლევა. დღეისათვის სამი ქათამია, რომელთა კვერცხიც ინტერფერონს შეიცავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვინაიდან ქათამი თითქმის ყოველდღე დებს კვერცხს, ეს სამკურნალო საშუალებების შესანიშნავი წყარო იქნება.მეცნიერების შეფასებით, მათი მეთოდი მნიშვნელოვნად შეამცირებს სამკურნალო აგენტის ფასს, ხოლო მზა პროდუქტი შესაძლოა 10%-ით გაიაფდეს.