თბილისის მთავარ სინაგოგაში ხანუქის დღესასწაული დაწყებას აღნიშნეს. ღონისძიებას პრემიერმინისტრი, მთავრობის წევრები, თბილისის მერი, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხანუქის დღესასწაული 8 დღის განმავლობაში აღინიშნება.საზეიმო ღონისძიებაზე მყოფებს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმა ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა. მან ღონისძიებაზე დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა. სიმბოლურად, პირველი სანთელი საქართველოს პრემიერმინისტრმა აანთო. ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად ანთებენ.