საქართველოს პრემიერ-მინისტრი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს პასუხობს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მას არასდროს შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი და ბიზნეს საქმიანობა. გაჩეჩილაძემ მთავრობის წევრები კერძოდ კი ტარიელ ხეჩიკაშვილი კარტელურ გარიგებაში დაადანაშულა. მისი მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლოდ წააგო.