გია გაჩეჩილაძე მთავრობის მიმართ მის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე პრემიერის პასუხს ეხმაურება. უცნობის თქმით, თუ კონკურენციის სააგენტო ტენდერებთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხებს გასცემს, ის მზად არის ბოდიშთან ერთად მუხლებზეც დადგეს. მისივე განმარტებით, მან ტენდერებთან დაკავშირებით სასამართლოს გარკვეული პერიოდის წინ, გუშინ კი კონკურენციის სააგენტოს მიმართა. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის შეურაცხყოფილია მისი მთავრობის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით, გია გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ ”ის დაზარალებულია და საუბრის უფლება აქვს”.