ამერიკულმა კომპანიამ Apple აღიარა, რომ iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობის პროცესს განზრახ ანელებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სმარტფონების საექსპლუატაციო ვადა გაახანგრძლივონ. მათივე განმარტებით, სმარტფონების აკუმულატორები დროთა განმავლობაში კარგავენ ფუნქციონალურობას. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ "აიფონების" ძველი მოდელების მუშაობის შენელებით კომპანია მომხმარებლებს აიძულებს ახალი მოდელები შეიძინონ.