StitchKit - ეს არის მოდური ტექნიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიებით შევქმნათ მოდური სამოსუი. როგორც ამბობენ, ხელსაწყო განკუთვნილია ისევე როგორც ბავშვებისთვის ასევე დიდებისთვის და პროფესიონალი დიზაინერებისთვის. მისი მეშვეობით შეგიძლიათ უბრალო ტანისამოსი განსაკუთრებული და თანამედროვე გახადოთ. ტექნოლოგიას მოყვება კომპიუტერის მთავარი სისტემური პლატა, რომელიც ხელს არ უშლის მოძრაობას და კომპაქტურია სატარებლად, შესაბამისად, ამ დეტალის ტექსტილში ჩამალვა და ინტეგრირება თავისუფლად არის შესაძლებელი. ხელსაწყოს მოყვება დიოდური ნათურები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ტანსაცმლის გასაფორმებლად. დიუდური ლენტის მეშვეობით სამოსი სადღესასაულო განწყობას ქმნის და სხვადსხვა ფრად კაშკაშებს. იდეის ავტორების თქმით, ტექნოლოგიის გამოყენება და სხვადსხვა დიზაინის შექმნა ბავშვებსაც შეუძლიათ. მისი სენოსორების დაპროგრამება და სხვადსხვა ეფექტის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მოწყობილობას ასევე მოყვება სინათლის გამფანტავი დეტალი, რომელიც ტანსაცმელზე ფერად ნათებას ანაწილებს და სამოსზე ადვილად მაგრდება.