დასავლეთ საქართველოს თეატრალური საზოგადოება აჭარის ტელევიზიას მიმართავს. ისინი აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ეკრანიდან გადაცემა "ტელესპექტაკლების" გაქრობა დაუშვებელია, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც თეატრებისთვის, ასევე მაყურებლისთვის. ქუთაისიდან თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები დღესვე ბათუმში გაემგზავრებიან, სადაც ტელევიზიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. მათი განცხადებით, თუ პროექტი არ აღდგება, პროტესტი გაგრძელდება.