ბუტა რობაქიძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პროცესზე პროკურატურის მთავარი მოწმe, გრიგოლ ბაშალეიშვილი დაიკითხა. მან გასროლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ბაშალეიშვილმა დაადასტურა რომ მაღალჩინოსნებისგან მითთითება მიიღო ოქმში ჩაეწერა, რომ რობაქიძის ლიკვიდაცია ორმხრივ სროლას მოყვა. ბაშალეიშვილს გარდაცვლილის მამამ პროცესზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რის შემდეგაც სოსო რობაქიძე დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. მოწმის დაკითხვა 15 იანვარს გაგრძელდება .