Radius ეს არის მოწყობილობა, რომელიც კოღოებისგან გიცავთ. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, რეპელანტი იტენება და მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გათვლილი. მას შეუძლია ბუნებაში დაგიცვათ არასასიამოვნო მწერებისგან და მათი ნაკბენებისგან. მისი ჩართვიდან რამდენიმე წამში მოწყობილობას შეუძლია დააფრთხოს მწერები. მას მოყვება ელემენტი, როემლიც იტენება და ასევე კარტრიჯი, რომელიც 40 საათს ძლებს. მოწყობილობა პორტატულია, შესაბამისად, მისი წაღება და გამოყენება ნებისმიერ ადგილას შეიძლება. როდესდაც მოწყობილობას რთავთ, ის გამოყოფს ბუნებრივ ნივთიერბას, რაც განდევნის მწერებს. მოწყობილობა ქმნის უხილავ დაცულ ზონას, სადაც მწერები ვერ აღწევენ. ის განუწყვეტლივ მუშაობს და აფრქვევს ჯანსაღ ჰაერს რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო ზონა თქვენ გარშემო. იდეის ავტორების თქმით, მისი ტექნოლოგია იყენებს ქრიზანთემას ყვავილის ბუნებრივ ნვითირებას, რაც განდევნის კოღოებს. როგორც ამბობენ, ეს ნვითირება საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა მწერებისგან თავის დასაცავად ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში. Radius-ს არ ახასიათებს მძაფრი სუნი და დაბალ ტემპერატურაზეც შეუძლია მუშაობა. მისი გამოყენება მარტივია, საკმარისია მოწყობილობაში მოათავსოთ კარტრიჯი და დააჭიროთ ღილაკს თითი. კომპანიის თქმით თქვენ აღარ დაგჭირდებათ სპეციალური ლოსიონების და მწერებისგან დამცავი სხვა საშუალებების გამოყენება.