პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიაორგანიზაციების მიმართვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისთვის, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ მზად ვართ ასევე შეხვედრისთვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან", - განაცხადა კობახიძემ.