მინდა ყველა დავაწყნარო და მშობლებს ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით, თქვენი შვილები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტებით, - ასე მიმართა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს თბილისის მერმა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი დღეს 95-ე საჯარო ბაღში იმყოფებოდა, სადაც საკვების მომზადების პროცესსაც დაესწრო.