Human rights watch-ის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის, "ბირჟა მაფიის" და ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის საქმეები მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა და 24-საათზე ნაკლებ დროში აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა ანგარიშში, ასევე, საუბარია მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე და ნათქვამია, რომ ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის ივნისში პოლიციამ ორი რეპერი - მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.