წარმოგიდგენთ ყურსასმენის ინოვაციურ დეტალს Podbudy, რომელის გამოყენების შემთხვევაშიც ყურსასმენი აღარასოდეს არ მოგძვრებათ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. როგორც ამბობენ, ყურსასმენი მყარად ჩერდება ყურის ნიჟარაში და არ ვარდება მაშინაც კი, როცა თქვენ დარბიხართ, ვარჯიშობთ ან ცეკვავთ. Podbudy სპეციალურად შეიმუშავეს ისე, რომ ის ნებისმიერ ყურსასმენს ერგება. ერთწლიანი მუშაობის და ტესტირების შემდეგ, მათ შექმნეს ისეთი დიზაინის სამაგრი, რომელიც ერგება ნებისმიერი ზომის და ტიპის ყურსასმენს. იდეის ავტორების თქმით, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ივარჯიშოთ სატრენაჟორო დარბაზში ყურსასმენებთან ერთად. ყურსასმენის სამაგრი სამ სხვადსხვა პოზიციაში შეგიძლიათ დაიმაგროთ. ის ერგება ნებისმიერი ყურის ფორმას და არ გიქმნით დისკომფორტს. როგორც ამბობენ, ის იმდენად მსუბუქია , რომ მას ვერც კი გრძნობთ. მას იყენებენ მოცეკვავეები, ინსტრუქტორები, სპორცმენები და ტანმოვარჯიშეები. სამაგრი დამზადებულია ელასტიკური სილიკონისგან, რომელიც მოქნილია და ამავდროულად მყარად აჩერებს ყურსასმენებს.