ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ბრალდებული მოტყუებით საერთო ჯამში 3 500 აშშ დოლარს დაეუფლა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახითთავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.