პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კიბორჩხალის ჩხირების შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი ფასია, რადგან იაფიანი პროდუქტი, ვერ იქნება ნატურალური.ხარისხიანი კიბორჩხალის ჩხირები უნდა იყოს მშრალი, ამიტომ დააკვირდით შეფუთვას და უკვე სახლში მოტანილ ფროდუქტს გაუსვით ხელი, თუ ხელზე სისველე გადავიდა, ჩხირები უხარისხოა. კარგი ხარისხიანი კიბორჩხალის ჩხირი გადაღუნვისას არ უნდა ტყდებოდეს, ამიტომ უკვე სახლში მოტანილი შეამოწმეთ, თუ ის აი ასე მარტივად გადატყდა, ნუღარ შეიძენთ აღნიშნული წარმოების პროდუქტს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე ხშირად კიბორჩხალის ჩხირებს სახამებლის გამოყენებით ამზადებენ, მის შესამოწმებლად იოდი დაგჭირდებათ, რადგან იოდი სახამებელთან რეაქციაში შედის და ლურჯდება. დაასხით ერთი წვეთი იოდი ჩხირს, თუ ის გალურჯდა, პროდუქტი არანატურალურია. ასევე უკვე სახლში მოტანილი ჩხირი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში, ან ტაფაზე, შემდეგ გაუსვით მას თეთრი ხელსახოცია ან ბამბა, შეღებილი პროდუქტიდან საღებავი ბამბაზე გადავა, როგორც ამ ჩხირის შემთხვევაში, ნატურალური პროდუქტი კი ბამბას არ გააფერადებს.