მთავრობა ზომებს ამკაცრებს - უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდება. ამ თემაზე პრემიერმა საგანგებო თათბირი გამართა, სადაც ის ნაბიჯები განიხილეს, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს. მთავრობაში აცხადებენ რომ ისინი დიდი ყურადღებით ეკიდებიან პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ.