უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ დაარსებულმა კომპანიამ Roshen-მა, საკუთარი კომპანია სავაჭრო მარკის „კიევური ტორტის“ ყველა სერიის ერთადერთ მფლობელად გამოაცხადა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული სახელმწიფო მოწმობებით არის გამყარებული. გარდა ამისა, კომპანიას საკუთარ გადაწყვეტილებაში მოჰყავს საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგი, სადაც გამოკითხული რესპოდენტების 72% მიიჩნევს, რომ „კიევური ტორტი“ კომპანია Roshen-თან ასოცირდება.
ცნობისთვის, კომპანია Roshen 350 დასახელების საკონდიტრო პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაშია საწარმოები უკრინაში, ლიტვასა და უნგრეთში. ამჟამად კი მიმდინარეობს ბისკვიტების საწარმოს მშენებლობა ბორისპოლში, ხოლო რუსეთში მოქმედი ერთადერთი ქარხანა გასული წლის აპრილში დაიხურა.