"ჯადოქარი და ბროლი" - ამერიკელი მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის, სტივენ კინგის 880 გვერდიანი რომანი. ორიგინალი ავტორის სამშობლოში ინგლისურ ენაზე გამოიცა. სტივენ კინგი დიდი პოპულარობით სარგებლოს საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში. მას დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი, როგორც ფენტეზის, ასევე სხვა ჟანრში, მსოფლიოში დღემდე, მისი წიგნების 350 მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული.ჯადოქარი და ბროლი, მწერლის ცნობილი 8 სერიანი რომანების ციკლის, "ბნელი კოშკის", რიგით მეოთხე ნაწარმოებია, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებათა და ვესტერნის ჟანრებს. სერიის პირველი წიგნი ,,მსროლელი,, ავტორმა 1982 წელს გამოსცა, მას მოჰყვა მეორე და მესამე ნაწილები, "სამის გამორჩევა" და "უნაყოფო მიწები" 1997 წელს კი ავტორმა ფართო საზოგადოებას "ჯადოქარი და ბროლი" წარუდგინა.