"პროფესორ დოუელის თავი" - მე-20 საუკუნის რუსი მწერლისა და იურისტის, ალექსანდრ ბელიაევის 198 გვერდიანი სამეცნიერო ფანტასტიკისა და სათავგადასავლო ჟანრის რომანი. ნათარგმნია 30 ენაზე, მსოფლიოში მისი არაერთი გამოცემა არსებობს.ბელიაევი სამეცნიერო- ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. ის 20-მდე რომანის ავტორია, "პროფესორ დოუელის თავი" ავტორის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია. წიგნის პირველი ვარიანტები სიუჟეტის სახით 1925 წელს , ერთერთ რუსულ გაზეთში გამოიცა . იმავე წელს კი სხვა რუსულ ჟურნალში, მისი სრული ვერსია დაიბეჭდა. წიგნი გამოქვეყნებიდან ძალიან მალევე იქცა ბესტსელერად.