ქართველი "კანონიერი ქურდის" "დათო პანკისკის" მკვლელობა თურქეთის პოლიციამ გახსნა - Palitra News

ქართველი "კანონიერი ქურდის" "დათო პანკისკის" მკვლელობა თურქეთის პოლიციამ გახსნა

2018-02-28 14:24:05+04:00

თურქეთის პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდის“ დავით ალხანაშვილის („დათო პანკისკი“) მკვლელობა გახსნა. მკვლელობა, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს მოხდა, „კანონიერი ქურდის“ ზაქარია კალაშოვის („შაქრო მალადოი“) ბრძანებით „კანონიერმა ქურდმა“ ანდრანიკ სოღოიანმა („ზაპ ლენინაკანსკი“) მოაწყო. როგორც რუსულ გამოცემა Life-ს რუსეთის სპეცსამსახურებში საკუთარმა წყარომ განუცხადა, თურქეთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ალხანაშვილი მოკლა ქილერმა, რომელიც კალაშოვის ახლო გარემოცვის წევრმა სოღოიანმა თურქეთში რუსეთიდან ჩაიყვანა.