ბორჯომის მერიის თანამშრომლები გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. მათ, "ქართული ოცნების" დეპუტატებთან ერთად გვიან ღამემდე პიკეტირებული ჰქონდათ ბორჯომის საკრებულოს შენობა და თავმჯდომარეს კაბინეტიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ. ზაზა ჩაჩანიძისგან ჯერ ხელფასების მომატების შესახებ სხდომის ოქმზე ხელმოწერას, შემდეგ კი მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. რამდენჯერმე დაფიქისრდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნულ ინციდენტებზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ავთანდილ გალდავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბორჯომის საკრებულოს შენობას და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იცავდნენ.
იხილეთ: ხმაური, შეხლა შემოხლა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება - რა მოხდა ბორჯომის საკრებულოში