მართალია, ბიგა ძალიან ჰგავს თაგვს, მაგრამ ცნობილ მღრღნელთან პლანეტის ყველაზე მინიატურულ მტაცებელს არაფერი აქვს საერთო და შორეული ნათესაობაც არ აკავშირებს, რადგნა ბიგა მწერიჭამია ცხოველი და ძუძუმწოვართა ოჯახის წარმომადგენელია. ფუმფულა და საოცრად მომხიბვლელი ბიგა, აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისთვის, თუმცა საკმაოდ მტკივნეულად იკბინება, ამიტომ არ ღირს მისი დევნა, ახლოს გაცნობა და მითუმეტეს მოშინაურება.