Auto-Pairing ეს არის უკაბელო ყურსასმენები, რომლებიც უკავშირდება თქვენს სმარტფონს ან სხვა მოწყობილობას და მუსიკის მოსმენის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. თვქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ ზარებს მობილურის ჯიბიდან ამოუღებლად. უკაბელო ყურსასმენების დიზაინი შემუშავებულია ისე, რომ ის ერგება ნებისმიერი ყურის ნიჟარას და არასოდეს არ ვარდება. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად ივარჯიშოთ, ირბინოთ ან რომელიმე სხვა ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ და პარალელურად ყურსასმენები გეკეთოთ. Auto-Pairing ბლუთუზით უკავშირდება სმარტფონს და იმართება თავისივე ღილაკით. თქვენ თითით შეგიძლიათ სხვადსხვა მანიპულაციების შესრულება. გარდა ამისა, ყურსასმენები წყალგამძლეა, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენ წყლის სპორტით დაკავდეთ ან ცურვის დროს საყვარელი მუსიკის მოსმენით ისიამოვნოთ. ყურსასმენებს აქვს მაღალი ხარისხის სუფთა ჟღერადობა, რაც მუსიკის მოსმენის დროს შეგრძნებებს კიდევ უფრო გიმძაფრებთ. სმარტ ყურსასმენებს მოყვებათ თავისი ქეისი, რომელსაც დამტენის ფუნქცია აქვს და ენერგო ბანკის როლს ასრულებს. მას შეუძლია დღეში 3 ჯერ დატენოს თქვენი ყურსასმენები და უზრუნველყოს 10 საათიანი მუშაობით.