არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, გარდაცვლილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის სურვილი ოჯახმა გამოხატა. გარდაცვლილის ბიძამ, ზურაბ ტატუნაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და ოჯახს შორის ბოლო კომუნიკაცია გუშინ საღამოს შედგა და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გარდაცვლილის ბიძა აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა საზოგადოების ნაწილმა და თავად დაღუპულის ოჯახმა მოითხოვა. აქამდე ცნობილი იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილი სოფელ ქანდაში უნდა დაეკრძალათ.