საქართველოს მასშტაბით უამრავი სწრაფი კვების დაწესებულებაა, მათი სიმრავლე მოთხოვნის შესაბამისია, დღეს უკვე ცოტა ადამიანს თუ ნახავთ ვინც დღის განმავლობაში ერთხელ მაინც არ ჭამს ქუჩაში. საცხობები და საშაურმეები დღითიდღე მრავლდება, შესაბამისად მრავლდება იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც მათი პროდუქციით სარგებლობს. რა საფრთხეებს შეიცავს ის მზა საკვები, რომელიც დღეს ქუჩაში იყიდება, ჩვენ შვეცდებით გავარკვიოთ რამდენად საზიანოა აღნიშნული საკვები ორგანიზმისთვის და გამოუვალ მდგომარეობაში, რომელი მათგანით უნდა ვიკვებოთ.